Contempoo

პროდუქტები

წესები და პირობები

1. პრეამბულა

წინამდებარე წესები და პირობები, მათ შორის კონფიდენციალურობის/პერსონალური მონაცემების დაცვის განაცხადი (დანართი #1), წარმოადგენს თქვენსა და შპს “კონტემპოს” (შემდგომში „კომპანია“) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენ მიერ www.contempo.ge ვებ-გვერდის გამოყენებასა და პროდუქტის შეძენის/დაბრუნების პირობებს.

ყველა მომხმარებელი, რომელსაც სურს www.contempo.ge ვებ-გვერდის მეშვეობით შეიძინოს პროდუქცია ან/და მიიღოს მომსახურება, ვალდებულია დაეთანხმოს წინამდებარე წესებსა და პირობებს.

2. განცხადებები და გარანტიები

წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ:

2.1. მომხმარებელს აქვს სრული უფლებამოსილება იმისათვის, რომ დაეთანხმოს წინამდებარე წესებსა და პირობებს, გააფორმოს ხელშეკრულება კომპანიასთან და შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

2.2. მომხმარებელი არის ქმედუნარიანი პირი და მოქმედებს თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე, იგი არ იმყოფება ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან სხვა ნებისმიერი პრეპარატის ზემოქმედების ქვეშ, რომელიც გამორიცხავს მისი თავისუფალი ნების გამოვლენას. მომხმარებელი ასევე ადასტურებს, რომ მასზე არ განხორციელებულა რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედება, როგორიცაა მუქარა, ზეწოლა, ძალადობა და სხვა, და იგი სრულად აცნობიერებს თავისი ნების გამოვლენის შინაარსსა და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს.

2.3. იგი ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას შეასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.

2.4. მომხმარებლის მიერ რეგისტრირებული ყველა მონაცემი არის ზუსტი.

2.5. მომხმარებელი არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში).

2.6. კომპანია ხელშეკრულებას დებს ამ წესებსა და პირობებში მოცემულ განცხადებებსა, გარანტიებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით. შესაბამისად, ხელშეკრულების დადების შემდეგ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია კომპანიის მიერ ხელშეკრულებით და პირობებით გათვალისწინებული ყველა ან ნებისმიერი მომსახურების გაწევაზე ცალმხრივი უარის სათქმელად.

3. მომხმარებლის მიერ ანგარიშის გახსნა (რეგისტრაცია) და ავტორიზაცია

3.1. მომხმარებლის მიერ www.contempo.ge ვებ-გვერდის მეშვეობით პროდუქტის შეძენის ან/და მომსახურების მიღების მიზნით, იგი ვალდებულია დარეგისტრირდეს www.contempo.ge ვებ-გვერდზე და შექმნას ანგარიში. მომხმარებელი მიუთითებს შემდეგ მონაცემებს: სახელი, გვარი, ელ. ფოსტა, მობილურის ნომერი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი და ქვეყანა; რეგისტრაციის დასასრულებლად საჭიროა, რომ მომხმარებელი დაეთანხმოს www.contempo.ge ვებ-გვერდით სარგებლობის წესებსა და პირობებს, ასევე თანდართულ კონფიდენციალურობის განაცხადს.

3.2. მომხმარებელი ვალდებულია ყოველთვის უსაფრთხოდ შეინახოს მისი პირადი ანგარიშის წვდომის კოდები და არასდროს გაუმჟღავნოს ისინი მესამე პირებს.

3.3. მომხმარებელი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. იმ შემთხვევაში, თუ პირი სხვისი სახელითა და მითითებით ახორციელებს წვდომას მომხმარებლის ანგარიშზე, იგულისხმება, რომ მას გააჩნია საკმარისი უფლებამოსილება, რომ მომხმარებელს დააკისროს განსაზღვრული ვალდებულებები. კომპანია სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე წვდომით დამდგარ ზიანზე.

3.4. მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მის პირად ანგარიშზე არსებული ინფორმაციის სიზუსტე და მისი შესაბამისი განახლება. კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ არანაირ ზიანზე. კომპანია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მომხმარებლისგან ინფორმაციის სისწორის დადასტურება ან დოკუმენტების ან სხვაგვარი მტკიცებულების წარმოდგენა.

3.5. მომხმარებლის მიერ ანგარიშის გახსნის (რეგისტრაცია) შემდეგ, მომხმარებლის მიერ www.contempo.ge ვებ-გვერდის გამოყენება შესაძლებელია ავტორიზაციის მეშვეობით.

ნებისმიერი პროდუქტის შეძენამდე, აუცილებელია ამ პროდუქტის ხელმისაწვდომობის, ან სასურველი ფერის, ან ზომის გადამოწმება ჩვენს წარმომადგენელთან, ჩვენი Facebook-ის გვერდის ან/და ცხელი ხაზის მეშვეობით:

  • შესაძლოა ვებ-გვერდზე ეწეროს, რომ კონკრეტული პროდუქტი არის მარაგში, მაგრამ ვერ მოგაწოდოთ, რადგან ველოდებოდეთ მარაგების შევსებას, კონკრეტული მომენტისათვის და შესაძლებელი იყოს მხოლოდ წინასწარი შეკვეთის გაფორმება.
  • შეტყობინებაზე პასუხის დაბრუნება ხდება შეტყობინების დროის, რიგითობის მიხედვით.

მარაგში არსებული პროდუქტის მიწოდების პირობები:

  • მიწოდების დრო შეკვეთის გაფორმებიდან არაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო დღისა, 11 საათიდან 22 საათამდე შუალედში; მიწოდების დროის დაფიქსირება არ ხდება.
  • გადახდის ტიპი ადგილზე სრულად. პროდუქტის შეკვეთის შემთხვევაში შესაძლებელია ღირებულების ორ ნაწილად გადახდა, რა დროსაც პირველი გადახდის შემდგომ, მომხმარებლის მიერ პროდუქტზე/ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, პირველი გადახდა რჩება კომპანიას.
  • გადახდის მეთოდები: www.contempo.ge ვებ-გვერდზე ბარათით გადახდა, კომპანიის ანგარიშზე გადარიცხვა.
  • მიწოდების მეთოდი – კურიერი მოგაწვდით შეძენილ პროდუქტს და განათავსებს საცხოვრებელ ფართში.
  • შეკვეთების სართულზე ლიფტის გარეშე ატანა ფასიანია და შესაბამისი მომსახურების საჭიროების შემთხვევაში საჭიროა კომპანიის წინასწარი გაფრთხილება.

4. საგარანტიო პირობები / პროდუქციის გადაცვლის, ან უკან დაბრუნების პირობები დისტანციური ხელშეკრულების შემთხვევაში

4.1. მომხმარებელი უფლებამოსილია, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე, პროდუქტის მფლობელობაში გადმოსვლის დღიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში.

4.2. პროდუქტის შეძენიდან 14 კალენდარული დღის გასვლის შემდეგ, პროდუქტის მიმართ მოქმედებს კანონით განსაზღვრული გარანტია, რაც იმას ნიშნავს, რომ პროდუქტი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაექვემდებაროს გადაცვლას, შეკეთებას ან დაბრუნებას თუ პროდუქტს შეძენის მომენტში გააჩნდა თავდაპირველი/ქარხნული ნაკლი, რომელიც გამოვლინდა პროდუქტის მომხმარებლის მფლობელობაში გადაცემის შემდეგ მაქსიმუმ 2 წლის ვადაში.

4.3. პირველი 6 თვის მანძილზე მტკიცების ტვირთი კომპანიის მხარეზეა, ანუ გამყიდველი კომპანია ვალდებული დაამტკიცოს, რომ პროდუქტს არ გააჩნდა ასეთი ნაკლი და ეს ნაკლი გამოწვეულია მომხმარებლის მიერ/ბრალით, მექანიკური ზემოქმედების, არასწორი მოხმარების თუ სხვა მიზეზით. მომდევნო წელიწად ნახევრის მანძილზე კი ასეთი მტკიცების ტვირთი მომხმარებელს აკისრია და იგი ვალდებულია დაამტკიცოს, რომ პროდუქტს გააჩნდა ქარხნული, თავდაპირველი ნაკლი, რომელმაც თავი იჩინა მოგვიანებით.

4.4. გადაწყვეტილებას, იმის თაობაზე თუ რა უნდა მოხდეს პირველ რიგში, ნაკლის მქონე პროდუქტის შეცვლა ახლით თუ პირველ რიგში ჯერ მოხდეს პროდუქტის შეკეთება და შეკეთების შეუძლებლობის შემდეგ მისი შეცვლა ახლით, მიიღება მხარეთა შეთანხმებით, ორივე მხარის ინტერესებისა და გონივრულობის გათვალისწინებით. თუ კომპანიისთვის იმდენად არაგონივრულ ხარჯებთანაა დაკავშირებული პროდუქტის შეკეთება, ან თუ არ არსებობს ახალი, იგივე გვაროვნული ნივთი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა ნაკლის მქონე პროდუქტის ჩანაცვლება, კომპანია უფლებამოსილია უარი თქვას ხელშეკრულებაზე და მხარეებმა აღადგინონ ხელშეკრულებამდე არსებული მდგომარეობა, კერძოდ დაიბრუნოს პროდუქტი და აუნაზღაუროს მომხმარებელს პროდუქტის საფასური. აღნიშნული არ გამორიცხავს კომპანიის უფლებამოსილებას, თავიდანვე უარი თქვას ხელშეკრულებაზე და აღადგინოს ხელშეკრულებამდე არსებული მდგომარეობა. თუ სახეზეა უმნიშვნელო ქარხნული წუნი, რაც აქვს მხოლოდ უმნიშვნელო დეტალს, და მისი გამოსწორება შესაძლებელია მარტივი, უმნიშვნელო ჩარევის გზით, ამ დროს ჯერ მოხდება შესაბამისი დეტალის შეცვლა/შეკეთება დაზიანებული დეტალის ფილიალში მოტანის შემდეგ.

4.5. პროდუქტზე არ მოქმედებს კანონისმიერი გარანტია, თუ:

4.5.1. კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება სრულად გასწია, მან მომსახურების გაწევა მომხმარებლის წინასწარი თანხმობით დაიწყო და მომხმარებელმა იცოდა, რომ მომსახურების სრულად მიღების შემთხვევაში დაკარგავდა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას;

4.5.2. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ მიწოდებული საქონლის ან მომსახურების ფასი დამოკიდებულია ფინანსურ ბაზარზე არსებულ ცვლილებაზე, რომელსაც კომპანია ვერ აკონტროლებს და რომელიც ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების განხორციელებისთვის ამ კანონით დადგენილ ვადაში წარმოიშვა;

4.5.3. მიწოდებული საქონელი ან მომსახურება მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული ან აშკარად მის პირად საჭიროებებზეა მორგებული;

4.5.4. მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.

4.6. ასეთ დროს, კომპანია ახდენს მსგავსი დაზიანებების იდენტიფიცირებას და ამ შემთხვევაში პროდუქტის გადაცვლის სერვისი არ მოქმედებს.

4.7. პროდუქციის გადაცვლა ხდება მხოლოდ ამ პირობების დაცვის შემდეგ: წარმოდგენილი უნდა იყოს გადახდის ქვითარი, ბარათით ანგარიშსწორებისას წარმოდგენილი უნდა იყოს ტრანზაქციის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ შეძენა მოხდა ონლაინ საიტიდან.

4.8. გადაცვლისას, ან საგარანტიო მომსახურებისთვის, პროდუქტი თავად მიგაქვთ ფილიალში.

5. გაცვლის წესი

5.1. ფილიალიდან გაყიდული პროდუქტი არ ექვემდებარება გადაცვლას, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა.

5.2. თუ პროდუქტს შეძენის მომენტში გააჩნდა თავდაპირველი/ქარხნული ნაკლი, რომელიც გამოვლინდა პროდუქტის მომხმარებლის მფლობელობაში გადაცემის შემდეგ მაქსიმუმ 2 წლის ვადაში. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელი უფლებამოსილია, კომპანიასთან შეთანხმებით, მოითხოვოს პროდუქტის გაცვლა ანალოგიურ პროდუქტზე. თუ ანალოგიური პროდუქტი მარაგში არ იქნება, კომპანია დაგიბრუნებთ გადახდილ თანხას უკან.

6. დაბრუნების წესი

6.1. მომხმარებელი ვალდებულია კომპანიის შეტყობინებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა მიიტანოს პროდუქტი კომპანიის ფილიალში.

6.2. კომპანია არ აგებს პასუხს პროდუქტის დაბრუნებით გამოწვეულ ხარჯზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პროდუქტი ან მისი მახასიათებლები არ შეესაბამება ვებ-გვერდზე არსებულ ინფორმაციას.

6.3. მომხმარებლისთვის პროდუქტის ღირებულების უკან დაბრუნება მოხდება პროდუქტის ფილიალში დაბრუნებიდან 7 (შვიდი) სამუშაო დღეში.

6.4. ღირებულების ანაზღაურება მოხდება გადახდის იმავე საშუალებებით, რომლებიც მომხმარებელმა გამოიყენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი გადახდის სხვა საშუალების გამოყენებაზე თანხმობას განაცხადებს.

7. მომხმარებელი, პროდუქციის შეძენამდე, აუცილებლად ეცნობა კომპანიის მომსახურების პირობებს

7.1. თბილისის მასშტაბით: არაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო დღისა, სრულიად უფასოდ.

7.2. მთელი საქართველოს მასშტაბით: პროდუქტის მოცულობისა და ტიპის მიხედვით, ინდივიდუალურად შეთანხმდება.

8. ხელშეკრულებაზე უარის თქმა

8.1. მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში. ეს ვადა აითვლება:

8.1.1. ნასყიდობის ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ პროდუქტის მფლობელობაში მიღებიდან;

8.1.2. მომხმარებლის მიერ საქონლის ნაწილ-ნაწილ შეკვეთის შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ ბოლო პროდუქტის მფლობელობაში მიღებიდან;

8.2. მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე 4.5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების დროს, ამასთან, თუ:

8.2.1. პროდუქტი არის გამოყენებული;

8.2.2. პროდუქტს შენარჩუნებული არ აქვს სასაქონლო სახე, სამომხმარებლო თვისებები, დაზიანებულია შეფუთვა.

9. შეძენილი პროდუქტის მიმღები პირი

9.1. კომპანიის ვებ-გვერდზე რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქტის მიმღები პირი შეიძლება იყოს როგორც თავად მომხმარებელი, ასევე მის მიერ მითითებული სხვა ნებისმიერი პირი.

10. კონფიდენციალურობის განაცხადი

10.1. მომხმარებელი ვალდებულია ყურადღებით გაეცნოს კონფიდენციალურობის/პერსონალური მონაცემების დაცვის განაცხადს. კომპანიის ვებ-გვერდზე რეგისტრაციით და წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება კონფიდენციალურობის განაცხადსა და ვებ-გვერდით სარგებლობის ყველა პირობას.

11. მარეგულირებელი კანონმდებლობა

11.1. წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

11.2. მხარეთა შორის წამოჭრილი ნებისმიერი სადავო საკითხი უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში საქმეს განიხილავს საქართველოს სასამართლო.

12. მოქმედების ვადა

12.1. წინამდებარე წესები და პირობები, ასევე მასში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება/დამატება, მოქმედებს მომხმარებლის მიერ ანგარიშის გაუქმებამდე.

13. დასკვნითი დებულებები

13.1. წინამდებარე წესები და პირობები და მასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები, მათ შორის კონფიდენციალურობის პირობები, ერთად წარმოადგენს ერთიან და მთლიან შეთანხმებას ვებ-გვერდთან ან/და სერვისებთან დაკავშირებით და ანაცვლებს ვებ-გვერდთან ან/და სერვისებთან დაკავშირებულ ყველა წინარე და პარალელურ რეჟიმში განხორციელებულ კომუნიკაციას, აღქმას, ასევე წერილობით ან ზეპირ განცხადებებსა და გარანტიებს.

13.2. თუ წინამდებარე პირობების რომელიმე პუნქტი ან მისი ნაწილი რაიმე მიზეზით იქნა გაუქმებული, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი, აღნიშნული პუნქტი ან მისი ნაწილი აღარ იქნება გამოყენებული, რაც არ იქონიებს გავლენას პირობების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობაზე.

13.3. კომპანია უფლებამოსილია ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები ამ წესებსა და პირობების დოკუმენტში და აღნიშნულის შესახებ აცნობოს მომხმარებელს თავისი ვებ-გვერდის საშუალებით.

13.4. ის საკითხები, რომელიც არ არის გათვალისწინებული წინამდებარე წესებითა და პირობებით, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

REGISTER

Your personal data will be used to support your experience throughout this website, to manage access to your account, and for other purposes described in our კონფიდენციალურობის პოლიტიკა.