Contempoo

პროდუქტები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს

ჩვენი მიზანია, გაგაცნოთ, როგორ ამუშავებს და იყენებს შპს “კონტემპო” თქვენს პერსონალურ მონაცემებს. წინამდებარე დოკუმენტში განვმარტავთ პრინციპებს, რომლითაც ვხელმძღვანელობთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებისას, ასევე განვიხილავთ, თუ როგორ უზრუნველყოფს კანონმდებლობა თქვენი უფლებების დაცვას. ასევე, დეტალურად მოგაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ტიპის პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ თქვენ შესახებ მაშინ, როდესაც ხდებით ჩვენი მომხმარებელი და როგორ ხდება ამ მონაცემების გამოყენება პირდაპირი მარკეტინგის გზით.

ვინ ვართ ჩვენ

  • კომპანიის სახელწოდება: შპს „კონტემპო“ (შემდგომში, ასევე „ჩვენ“ ან „კონტემპო“), წინამდებარე განაცხადის მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედი როგორც მონაცემების დამმუშავებელი.
  • საიდენტიფიკაციო კოდი: 405680838
  • მისამართი: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის ქ. №42

ჩვენ შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: www.contempo.ge

განაცხადი შესაძლოა, პერიოდულად განახლდეს, რის თაობაზეც ინფორმაცია აისახება ჩვენს ვებ-გვერდზე და გაცნობებთ აღნიშნულის თაობაზე. დოკუმენტის პირველ გვერდზე მოცემულია განაცხადის განახლების უკანასკნელი თარიღი.

ჩვენ, კონტემპო, ვაცხადებთ, რომ:

  • დავიცავთ თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობას;
  • არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს უკანონოდ;
  • თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, მოგაწვდით სრულ და დეტალურ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.

კონფიდენციალურობის/პერსონალური მონაცემების დაცვის განაცხადის გავრცელების ფარგლები

წინამდებარე განაცხადი ვრცელდება:

  • კონტემპოს ფიზიკურ პირ მომხმარებლებზე;
  • კონტემპოს იურიდიულ პირ მომხმარებლებზე;
  • კონტემპოსთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფ პირებზე.

თუ თქვენ სარგებლობთ/გეგმავთ ითანამშრომლოთ/შეიძინოთ პროდუქტი ჩვენთან, ან/და ისარგებლოთ ჩვენი სერვისებით, იგულისხმება, რომ თქვენ გაეცანით და იზიარებთ წინამდებარე განაცხადის პირობებს.

განაცხადის მიზნები

წინამდებარე განაცხადის მიზანია:

  • განგიმარტოთ სამართლებრივი საფუძვლები, მიზნები და პრინციპები, რომლითაც ვხელმძღვანელობთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებისას;
  • გაგაცნოთ, როგორ ვაგროვებთ და რა სახის მონაცემებს ვამუშავებთ თქვენ შესახებ;
  • გაცნობოთ, როგორ ვიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს;
  • მოგაწოდოთ ინფორმაცია, მოთხოვნის შემთხვევაში, თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ.

ჩვენ ვახორციელებთ პერსონალური მონაცემების დამუშავებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და ნორმების, ასევე წინამდებარე განაცხადში მოცემული და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების პრინციპები და გარანტიები

  • მონაცემები უნდა დამუშავდეს კანონიერად, სამართლიანად, მონაცემთა სუბიექტისთვის გამჭვირვალედ და მისი ღირსების შეულახავად;
  • მონაცემები უნდა შეგროვდეს/მოპოვებული უნდა იქნეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული და ლეგიტიმური მიზნებისთვის;
  • მონაცემები უნდა დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. მონაცემები იმ მიზნის თანაზომიერი უნდა იყოს, რომლის მისაღწევადაც ისინი მუშავდება;
  • მონაცემები უნდა იყოს ნამდვილი, ზუსტი და, საჭიროების შემთხვევაში, განახლებული. მონაცემთა დამუშავების მიზნების გათვალისწინებით, არაზუსტი მონაცემები უნდა გასწორდეს, წაიშალოს ან განადგურდეს გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე.

კონტემპო აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემების დამუშავებას განახორციელებს კანონიერი, წინამდებარე განაცხადით განსაზღვრული საფუძვლების, მიზნებისა და პრინციპების შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძვლები და მიზნები

ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ერთი ან რამდენიმე ქვემოთ მოცემული კანონიერი საფუძვლით, კერძოდ:

  • ჩვენ შორის დადებული გარიგებით/ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების და/ან თქვენი მოთხოვნის/განცხადების განხილვის საფუძვლით;
  • ჩვენი კანონიერი/ლეგიტიმური ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის საფუძვლით;
  • ჩვენზე კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების საფუძვლით;
  • თქვენი თანხმობით.

პერსონალური მონაცემების მოპოვების წყაროები და მონაცემები, რომელსაც ვამუშავებთ

პერსონალური მონაცემების მოპოვება ხორციელდება კომპანიისათვის თქვენ მიერ მოწოდებული და ქვემოთ ჩამოთვლილი ერთი ან რამდენიმე წყაროდან.

თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ, როდესაც თქვენ:

  • მოგვმართავთ ჩვენი პროდუქტის შეძენის და/ან ინფორმაციის მოწოდების მოთხოვნით, ახორციელებთ ვიზიტს ჩვენს ფილიალში ან გადიხართ იდენტიფიცირების პროცესს, მათ შორის, ჩვენი ონლაინ პლატფორმ(ებ)ის საშუალებით;
  • შემოდიხართ და ათვალიერებთ ჩვენს ვებ-გვერდს (ჩვენი ვებ-გვერდის მონიტორინგსა და თქვენი მონაცემების მოგროვებას ვახორციელებთ ე.წ. „მზა ჩანაწერების“ (cookies-ის) საშუალებით; „მზა ჩანაწერებს“ თაობაზე დეტალური ინფორმაციისათვის, გთხოვთ, გაეცნოთ ჩვენს „მზა ჩანაწერების (Cookies) წესებსა და პირობებს“);
  • დებთ ჩვენთან ხელშეკრულებას, სარგებლობთ, მათ შორის, ჩვენი ერთი ან რამდენიმე სერვისით;
  • რეგისტრირდებით და სარგებლობთ ჩვენი ვებგვერდით, იყენებთ ცხელ ხაზს და ონლაინ საკონსულტაციო ფუნქციონალს (ონლაინ ჩეთს) ან გვიგზავნით წერილს ფოსტით ან ელ. ფოსტით;
  • მოგვმართავთ პერსონალური მონაცემების გაცემის, გასწორების, წაშლის ან დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნით.

მონაცემები, რომელსაც ვამუშავებთ

წინამდებარე განაცხადით განსაზღვრული საფუძვლებით და მიზნებისთვის შესაძლოა დამუშავდეს შემდეგი მონაცემები:

  • თქვენი საიდენტიფიკაციო და უფლებამოსილების დამადასტურებელი მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, ტელეფონის ნომერი/საკონტაქტო ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ასაკი, დაბადების თარიღი და სქესი; პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი და/ან ონლაინ იდენტიფიცირების ფარგლებში მიღებული ბიომეტრიული მონაცემები; ასევე ინფორმაცია თქვენი სამუშაო ადგილისა და დაკავებული პოზიციის შესახებ და/ან უფლებამოსილების დამადასტურებელი მონაცემები;
  • მონაცემები თქვენ მიერ შეძენილი პროდუქტის შესახებ;
  • მონაცემები ჩვენი ვებ-გვერდით (დეტალური ინფორმაციისათვის, გთხოვთ, გაეცნოთ ჩვენს „მზა ჩანაწერების (Cookies) წესებსა და პირობებს“) და ცხელი ხაზით, ასევე, ინფორმაცია თქვენი სარეგისტრაციო მონაცემების (მომხმარებლის სახელი და პაროლი), პერსონალური კოდის, ერთჯერადი კოდის/პინ კოდის შესახებ და მათი გამოყენების თაობაზე;
  • თქვენი მონაცემების დამუშავების შედეგად მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, სეგმენტის/კატეგორიის და პროფილის შესახებ;
  • თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, წაშლის, გაცემის, დამუშავებაზე თანხმობის ან დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის თაობაზე ინფორმაცია;
  • ნებისმიერი ის სხვა მონაცემი, რომლის დამუშავებაზეც თქვენ თანხმობა განაცხადეთ და/ან რომლის დამუშავების ვალდებულებაც გვეკისრება კანონმდებლობით.

არასრულწლოვნის პერსონალური მონაცემები

კომპანია ხელშეკრულებას აფორმებს მხოლოდ სრულწლოვან, ე.ი. 18 წელს მიღწეულ მომხმარებელთან, ასევე, 16 წელს მიღწეულ მომხმარებელთან, მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით. ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვა.

პერსონალური მონაცემების გაზიარება

ჩვენ შესაძლოა გავუზიაროთ თქვენი მონაცემები:

  • ჩვენს პარტნიორ კომპანიებს, მათ შორის, უცხოურ კომპანიებს;
  • შესაბამის მხარეს/პირს კომპანიის შერწყმის და/ან წილის შეძენის შემთხვევაში;
  • კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, შესაბამის უფლებამოსილ სამართალდამცავ ორგანოებს და/ან სახელმწიფო უწყებებს;
  • სხვა პირებს, თქვენი თანხმობის შემთხვევაში.

ყველა ზემოაღნიშნულ შემთხვევაში პერსონალური მონაცემების გაზიარება მოხდება მხოლოდ იმ მინიმალური მასშტაბით, რაც აუცილებელია შესაბამისი მიზნის მისაღწევად და/ან რაც გათვალისწინებულია/სავალდებულოა კანონმდებლობით.

პირდაპირი მარკეტინგი

ჩვენ მხოლოდ მაშინ ვიყენებთ თქვენს პირად მონაცემებს და გიგზავნით მარკეტინგულ შეტყობინებებს, როცა გვაქვს თქვენი თანხმობა ან ლეგიტიმური ინტერესი. თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდეთ და გვთხოვოთ მარკეტინგული შეტყობინებების გამოგზავნის შეწყვეტა. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს სურვილებს და მაქსიმუმ 3 დღეში შევწყვეტთ თქვენი მონაცემების გამოყენებას.

პირდაპირი მარკეტინგის მიზნით ჩვენ შესაძლოა დავამუშავოთ შემდეგი მონაცემები: თქვენი საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემები, მათ შორის ინფორმაცია თქვენი პროფილის/სეგმენტის შესახებ.

პერსონალური მონაცემების შენახვის ვადები

პერსონალურ მონაცემებს ვინახავთ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი მიზნის მისაღწევად და/ან განსაზღვრულია კანონმდებლობით.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თქვენს საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემებს, აგრეთვე, გადახდების შესახებ ინფორმაციას ვინახავთ არაუმეტეს 10 (ათი) წლის ვადით.

თქვენი მონაცემების შენახვა შესაძლებელია 10 წელზე მეტი ვადით იმ შემთხვევაში, თუ მოკლებული ვართ მისი წაშლის შესაძლებლობას შესაბამისი კანონისმიერი საფუძვლების გამო.

მონაცემების შენახვისთვის გათვალისწინებული ვადების ამოწურვისთანავე, მაგრამ არაუმეტეს 30 დღის განმავლობაში უზრუნველვყოფთ ამ მონაცემების წაშლას ან განადგურებას.

თქვენი უფლებები

თქვენ უფლება გაქვთ:

  • გამოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემის თაობაზე, რომელიც მუშავდება თქვენს შესახებ;
  • გაეცნოთ და მიიღოთ იმ მონაცემების ასლები, რომელსაც ჩვენ ვამუშავებთ თქვენ შესახებ;
  • მოგვთხოვოთ თქვენ შესახებ არსებული მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება;
  • ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების ან დასაბუთების გარეშე გამოიხმოთ თქვენ მიერ გაცემული თანხმობა, თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი;
  • მოითხოვოთ თქვენი მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება;
  • მიიღოთ ინფორმაცია მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევის იმგვარი ინციდენტის შესახებ, რომელიც მაღალი ალბათობით გამოიწვევს მნიშვნელოვან ზიანს ან/და მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.

თქვენ უფლება გაქვთ, ამ თავით გათვალისწინებული ინფორმაცია მიიღოთ მისი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. ეს ვადა განსაკუთრებულ შემთხვევებში და სათანადო დასაბუთებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ გეცნობებათ.

მონაცემთა გამოყენების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება

თქვენ უფლება გაქვთ, მოგვთხოვოთ თქვენს შესახებ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება.

თქვენი მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა (თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი) ჩვენ შევწყვეტთ თქვენი მონაცემების დამუშავებას ან/და წავშლით ან გავანადგურებთ თქვენს მონაცემებს.

ჩვენ შესაძლოა უარი გითხრათ თქვენი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ არსებობს მონაცემების დამუშავების სხვა საფუძველი, მაგ: მონაცემთა შენახვის ვალდებულება გათვალისწინებულია კანონით და/ან მონაცემების შენახვა საჭიროა იმ მიზნის მისაღწევად, რომლისთვისაც განხორციელდა მონაცემთა შეგროვება, მათ შორის, ხელშეკრულებით განსაზღვრული ფინანსური ვალდებულების შესასრულებლად, ასეთის არსებობის შემთხვევაში. უარის შემთხვევაში თქვენ განგემარტებათ უარის თქმის საფუძველი და ასევე გეცნობებათ აღნიშნული უარის გასაჩივრების წესი.

მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების შესახებ ინფორმაციას მიიღებთ შესაბამისი მოქმედების განხორციელებისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.

გაითვალისწინეთ, რომ მონაცემთა დამუშავებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ჩვენ შესაძლოა ვერ შევძლოთ თქვენთვის სრულყოფილი სერვისის გაწევა.

როგორ დაგვიკავშირდეთ

წინამდებარე განაცხადთან, თქვენი მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით შეკითხვების არსებობის ან/და მოთხოვნის დაფიქსირების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგი საკომუნიკაციო არხების გამოყენებით:

  • ეწვიეთ ჩვენს ფილიალს სამუშაო საათებში.
  • დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე სამუშაო საათებში.
  • გამოგვიგზავნეთ ელექტრონული წერილი ელ-ფოსტით შემდეგ მისამართზე: [email protected]

კონტემპო ვალდებულია თქვენი მოთხოვნიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში გაასწოროს, განაახლოს ან/და შეავსოს მონაცემები და მონაცემთა გასწორებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში ამის შესახებ გაცნობოთ ან გაცნობოთ თქვენი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

ტერმინთა განმარტება

  • პერსონალური მონაცემი – ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირთან. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც მისი იდენტიფიცირება შესაძლებელია პირდაპირ ან ირიბად, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან ამ პირისთვის დამახასიათებელი ნებისმიერი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით.
  • ვებ-გვერდი – კომპანიის ოფიციალური ვებ-გვერდი www.contempo.ge, რომლის მეშვეობითაც ხდება საქონლის გაყიდვა ან/და მომსახურების შეთავაზება/განხორციელება.
  • პროდუქტი – ნებისმიერი მოძრავი ნივთი, რომელიც შესაძლებელია შეძენილ იქნეს კომპანიაში.
  • კომპანია – შპს „კონტემპო“, საიდენტიფიკაციო კოდი: 405680838, მისამართი: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის ქ. №42.
  • მომხმარებელი – ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც იძენს ან შემდგომ იყენებს პროდუქტს, უპირატესად პირადი მოხმარების მიზნით და არა სავაჭრო, სამეწარმეო, სახელობო ან სხვა პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად, როგორც ფილიალში, ასევე კომპანიის ვებ-გვერდზე www.contempo.ge რეგისტრაციის მეშვეობით.
  • დამმუშავებელი – უფლებამოსილი პირი, რომელიც არის კომპანიის ხელშემკვრელი მხარე, მოქმედებს მის ნაცვლად და მისი სახელით და ამუშავებს იმავე მომხმარებლების მონაცემებს მომხმარებლებისთვის მომსახურების გაწევის მიზნით.
  • მხარეები – ნიშნავს კონტემპოსა და მომხმარებელს.
  • რეგისტრაცია – ნიშნავს მომხმარებლის მიერ კომპანიის ვებ-გვერდზე შესაბამისი პროცედურის გავლასა და ანგარიშის შექმნას პროდუქტის შესყიდვის ან/და მომსახურების მიღების მიზნით.
  • ავტორიზაცია – მომხმარებლის მიერ კომპანიის ვებ-გვერდზე რეგისტრირებული ანგარიშის მეშვეობით ქმედების განხორციელება.
  • ფილიალი – ნებისმიერი უძრავი ობიექტი, სადაც კომპანია ახორციელებს კომერციულ საქმიანობას.
  • საგარანტიო მომსახურება – ნიშნავს კომპანიის ან მისი კონტრაქტორის მიერ გაყიდვის შემდეგ დაზიანებული საქონლის უფასო და აუცილებელ შეკეთებას საგარანტიო ტალონში მითითებული წესების მიხედვით.
  • დისტანციური ხელშეკრულება – ხელშეკრულება, რომელიც დადებულია მოვაჭრესა და მომხმარებელს შორის მხოლოდ დისტანციური კომუნიკაციის ერთი ან რამდენიმე საშუალების გამოყენებით, დისტანციური ნასყიდობის ან მომსახურების მიწოდების ორგანიზებული სქემის მეშვეობით და არ მოითხოვს მომხმარებლისა და მოვაჭრის ფიზიკურ თანაყოფობას. ამასთანავე, ხელშეკრულება დისტანციურ ხელშეკრულებად არ მიიჩნევა, თუ მომხმარებელი და მოვაჭრე ხელშეკრულების პირობებზე სარეწში შეთანხმდნენ და ხელშეკრულება დისტანციურად მხოლოდ ამის შემდეგ დაიდო.

REGISTER

Your personal data will be used to support your experience throughout this website, to manage access to your account, and for other purposes described in our კონფიდენციალურობის პოლიტიკა.